სისხლის სამართლის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა

21 დეკემბერი 2016

2016 წ. 19 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებსა და  სიფა-ს სისხლის სამართლის ექსპერტებს  შორის.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება“, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია დანაშაულის პროვოცირების  2015-2016 წწ. საქმეებისა და  სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა სასამართლოს უახლესი პრაქკტიკის კვლევა და ანალიზი.

 ამ თვალსაზრისით  ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კოლეგის/ადვოკატის გამოცდილებისა და  მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება, რაც სწორედ ამ  შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

სიფა განაგრძობს  ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი